“გირჩის” წევრები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

“გირჩის” წევრების მიმართ სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ იაგო ხვიჩიას და ვახტანგ-მეგრელიშვილს 10-10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, მას ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად ზურან ჯაფარიძემ განაცხადა.
“გირჩის” წევრები სამართალდამცავებმა ოფისის წინ გუშინ დააკავეს. უწყებამ მათი დაკავების შესახებ განმარტება გუშინ გააკეთა. როგორც შსს-მ განაცხადა, “გირჩის” წევრებმა სამართალდამცავებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები