კახა კალაძე: პრეზიდენტი რომ გარბის პარლამენტიდან, მგონია, რომ არ არის ლამაზი

მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს, პირველ რიგში, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი თავის მხრიდან და ასევე პარლამენტის მიმართ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის შეფასებით, პრეზიდენტის ნაბიჯი მოსაწონი არ იყო.
“პრეზიდენტის გამოსვლას რაც შეეხება, არ მომისმენია, მაგის დრო არ მქონდა, მერიის საქმიანობით ვიყავი დაკავებული. პრეზიდენტი რომ გარბის პარლამენტიდან, მგონია, რომ არ არის ლამაზი. მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს, პირველ რიგში, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი თავის მხრიდან და ასევე პარლამენტის მიმართ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები