“კარგი იქნებოდა, გუშინ მისცემოდა საზოგადოებას საშუალება, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე”

“კარგი იქნებოდა, გუშინ მისცემოდა საზოგადოებას საშუალება, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე. ვფიქრობ, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხდა”, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეწყალების საკითხზე დასახელებული სამი თეორიული ვერსიიდან, ერთ-ერთი კორუფცია იყო, რომელსაც მინისტრის თქმით, შემდგომში კვლევა სჭირდება.
„შეწყალების კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ შეფასებაში დაასახელა სამი თეორიული ვერსია – ნაკლები პასუხისმგებლობა, კორუფცია და მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლის. კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეწყალების საკითხზე განცხადება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გუშინ, წლიური მოხსენებით გამოვიდა. სხდომა დებატების ფორმატში უნდა წარმართულიყო, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები