ზაალ კასრელიშვილი: სომხეთში პრორუსული ძალები ახალი სახით გამოჩნდებიან

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი სომხეთში პრორუსული ძალების ახალი სახით გამოჩენას აანონსებს.
შესაბამისი განცხადება კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კასრელიშვილის თქმით, აღნიშნული ძალები, როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს მიმართაც გაამკაცრებენ რიტორიკას.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სომხეთში პრორუსული ძალები ახალი სახით გამოვლენ – ერთი იქნება მემარცხენე ცენტრისტული და მეორე იქნება რადიკალური ნაციონალური ძალა. ვფიქრობთ, რომ რადიკალური ნაციონალური ძალა ამ ბაზაზე შეიქმნება, რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნება მემარცხენე ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალასთან. მაგრამ ორივე მათგანი პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ისტებლიშმენტის წიაღიდან წამოსული იქნება. ვფიქრობთ, რომ ეს ძალები, როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს მიმართაც, გაამკაცრებენ რიტორიკას. რუსეთის სპეცსამსახურები შეეცდებიან, ყარაბაღის საფრთხეები მთელი რესპუბლიკის მასშტაბით განფინონ, ამით დასავლეთს მესიჯი გაუგზავნონ და კავკასიაში საფრთხე გაზარდონ“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები