მიხეილ ჯანელიძე: პოლიტიკური დებატები უნდა გამართულიყო შესაბამისი შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ დებატები შესაბამისი შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში უნდა გამართულიყო. მისივე თქმით, დებატებს, განხილვებს, კითხვა-პასუხს შესაბამისი ფორმა აქვს, რომელიც დაცული უნდა იყოს.
“რაც შეეხება განხილვებს პარლამენტში, მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დებატები უნდა გამართულიყო შესაბამისი შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ეს იქნებოდა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა და მნიშვნელოვანია, რომ იქნას დაცული რეგლამენტი და მოხდეს ინსტიტუტების პატივისცემა. ეს არის მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. დებატებს, განხილვებს, კითხვა-პასუხს აქვს შესაბამისი ფორმა, რომელიც უნდა იქნას დაცული. კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მოსმენა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები