საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, შესაბამისად, უმრავლესობა სატელევიზიო დებატებისთვის მზად არის.
„როგორი უნდა იყოს ფორმატი, ეს მედიის დასაგეგმი საკითხია. თუ ჩვენს შეთავაზებაზე თანახმაა, მზად ვართ, უმრავლესობის შიგნით ვიმსჯელოთ და ჩვენი წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ. მისგან პასუხს დაველოდებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები