შოთა შალელაშვილი: ეს არის კომპრომისი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას სომეხ ხალხს

საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“მას შემდეგ, რაც სომხეთში საერთო ბლოკადამ ქუჩებსა და აეროპორტებში გადაინაცვლა, რესპუბლიკურმა პარტიამ, როგორც მრავალი წლის მანძილზე მმართველმა ძალამ, დათმო საკუთარი პოზიციები და თანხმობა განაცხადა პარლამენტში ოპოზიციის კანდიდატის – ნიკოლ ფაშინიანის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
სავარაუდოდ, ის 8 მაისს დაიკავებს პრემიერ-მინისტრის სავარძელს. ეს არის კომპრომისი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მშვიდობიანი გზით მოხდეს ხელისუფლების გადაცემა.
ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას სომეხ ხალხს!”, – აცხადებს დეპუტატი.
სომხეთის მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ” განაცხადა, რომ 8 მაისს დაგეგმილ, პრემიერ- მინისტრის არჩევნებზე ხმას იმ კანდიდატს მისცემს, რომელიც დეპუტატთა ერთი მესამედის მხარდაჭერას მოიპოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები