ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი მუდმივად უპირისპირდებოდა კონკრეტულ ინსტიტუტებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი მთელი ამ წლების განმავლობაში, მუდმივად უპირისპირდებოდა კონკრეტულ ინსტიტუტებს.
„პრეზიდენტი მთელი ამ წლების განმავლობაში, მუდმივად უპირისპირდებოდა კონკრეტულ ინსტიტუტებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით, ეს გამოიკვეთა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ასევე, სასამართლო ხელისუფლებას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ მიაღწია. მისი თქმით, პროგრესი მკაფიოდ, კონკრეტული სტატისტიკით არის გამოხატული.
„დღესაც, ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად არაობიექტური დასკვნები სასამართლოსთან დაკავშირებით. როდესაც საუბრობ გამოწვევებზე და ბუნებრივია, ჩვენც ვსაუბრობთ სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე, არის ბევრი რამ გასასწორებელი და გამოსასწორებელი, თუმცა, ამ დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს არცერთ შემთხვევაში ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ განიცადა 2012 წლის შემდეგ. და ეს პროგრესი არის გამოხატული ძალიან მკაფიოდ კონკრეტული სტატისტიკით: მაგალითად, 2012 წლის შემდეგ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა არის გაზრდილი 83 %-ით. ეს არის ზუსტად იმ რეფორმების და იმ პოლიტიკური ცვლილებების დამსახურება, იმ დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება, რომელიც განახორციელა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში. 39%-ით შემცირდა პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი. ესეც არის ფუნდამენტური ცვლილება. 26 %-ით შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, გირაოს შეფარდების მაჩვენებელი შემცირდა – ძალიან რადიკალური ციფრები გვაქვს აქ – 28 მილიონი იყო მთლიანობაში, პრაქტიკა და 600 ათასამდე არის შემცირებული. წარმოიდგინეთ, რამხელა დრამატულ ცვლილებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი სასამართლო სისტემის შიგნით. 79%-ით შემცირდა შეფარდებული ჯარიმების ოდენობა – 91 მილიონიდან 12 მილიონამდე. სასამართლო იყო რეკეტის ინსტრუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ეს სისტემა რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, იმ რეფორმების წყალობით, რომელიც განხორციელდა სასამართლო სისტემაში. სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობების მაჩვენებელი და ეს მოხდა საკადრო წმენდის გარეშე სასამართლო სისტემაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა დღეს არაერთხელ ახსენა სიტყვა „წმენდა“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წმენდა წარსულს 2012 წელს ჩაბარდა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მტკივნეული, მაგრამ სწორი გზა აირჩია და საბოლოო ჯამში, სისტემის გაჯანსაღება მოახერხა.
„დღეს არაერთხელ ახსენა სიტყვა „წმენდა“ გიორგი მარგველაშვილმა და მეორე მხრივ, ის გვესაუბრებოდა დემოკრატიაზე. წმენდა არის ის, რაც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს. ძალიან მტკივნეული იყო გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, მთელ რიგ ეტაპებზე, თუმცა, რეალურად, ჩვენ ავირჩიეთ სწორი გზა, მტკივნეული, მაგრამ სწორი გზა და საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ სისტემის გაჯანსაღება იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ პრინციპებზე დაფუძნებით. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბრობ სასამართლო სისტემაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ გამოწვევებზე, სირთულეებზე, პრობლემებზე, თუმცა, ფუნდამენტური პროგრესი ამავე დროს უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ. უკვე აღარ მიკვირს ის თუ საიდან გამომდინარეობს მაგალითად, „Freedom House“-ს დასკვნები იგივე, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. Freedom House“-ს დასკვნის თანახმად, სასამართლო სისტემაში 2011 წლის შემდეგ არის გაუარესებული, თურმე, ვითარება. ანუ ადეიშვილის სასამართლოს, მის კონტროლს დაქვემდებარებულ თურმე, არათუ არ სჯობია არსებული სასამართლო სისტემა, არამედ, გაუარესებული ყოფილა ეს სისტემა. ასეთი დასკვნები ზუსტად გამომდინარეობს იმ არაობიექტური, ასე ვთქვათ, შეფასებებიდან, რომელიც, იგზავნება საქართველოდან არაობიექტური შემფასებლების მხრიდან, მათ შორის, არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის არის ბატონი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, კრიტიკა არის აუცილებელი, მნიშვნელოვანი დემოკრატიულ სისტემაში, თუმცა, კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და უნდა იყოს აუცილებლად საფუძვლიანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინსტიტუტების მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელ ორგანოებსა და ინსტიტუტებში საკუთარი თანამშრომლების დანიშვნა, რაც, მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია.
„როცა საქმე ეხება ინსტიტუტების მიმართ, ასე ვთქვათ, არასწორ დამოკიდებულებას, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, ერთი რამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ: ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა გიორგი მარგველაშვილის მიერ დამოუკიდებელ ორგანოებში და ინსტიტუტებში საკუთარი თანამშრომლების დანიშვნა. მე შეგახსენებთ, ასეთი პრაქტიკა შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს-ორი თავისი თანამშრომელი დანიშნა მან საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე, უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის საბჭოს, მარეგულირებელ კომისიებს, რაც არის შემაშფოთებელი. პრეზიდენტის მხრიდან თავისი თანამშრომლების გაგზავნა ყველგან, სადაც არის დამოუკიდებელი ორგანო, არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი პრაქტიკა.
ასევე, მე უნდა გავიხსენო აუცილებლად ის შეურაცხყოფები, რომელსაც აყენებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კონკრეტულ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის წევრებს. გიორგი მარგველაშვილმაარერთხელ აღნიშნა, რომ მას სიტყვა არასდროს გაქცევია, თუმცა, რეალურად ვითარება აიყო აბსოლუტურად განსხვავებული. ის ცდილობდა შეექმნა თავისთვის კორექტული ადამიანის იმიჯი, თუმცა, რის კეთებაც მას არ სურდა პიროვნულად, ამასაკეთებინებდა ის თანამშრომლებს. და ჩვენ გვახსოვს უმძიმესი შეურაცხყოფები პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან. ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საპარლამენტო მდივანი, მრჩევლები და ა.შ.
ასეთი რამ ნამდვილად არ შეშვენის საქართველოს პრეზიდენტს და მე დარწმუნებული ვარ ასეთი პრაქტიკა სამუდამოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს უკვე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც.
„2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ანიშნა, რომ ეს არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის. მე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა ამაზე, უბრალოდ, მინდა კითხვა დავსვა, რა შეიძლებაიგულისხმებოდეს 2016 წლის არჩევნებში პოლიტიკური კლასის მიზანმიმართულ გაქრობაში. მე პასუხი ნამდვილად არ მაქვს ამ კითხვაზე, იქნებ რაიმე განმარტება მოგვცეს საქართველოს პრეზიდენტმა. მე მეეჭვება, რომ რაიმე რაციონალურიგანმარტება ამ გამონათქვამს ჰქონდეს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ პრეზიდენტის კრიტიკა საფუძველს იყო მოკლებული, არის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება განათლების სისტემის შესახებ.
„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2013 წლის შემდეგ საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა თურმე ამ სისტემაში. ქალბატონმა მარიამმა დეტალურად აღნიშნა, თუ რა გაკეთდა ამ სისტემაში. მეც დავამატებ რამდენიმე მაჩვენებელს. 77 პროცენტით გაიზარდადაფინანსება 2013 წლის შემდეგ განათლების სისტემაში. მეცნიერთა ხელფასები გაიზარდა 2,5 ჯერ. სამეცნიერო კვლევების დაფინანსება გაიზარდა 52 პროცენტით, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 33 დან 56 პროცენტამდე.ძალიან კონკრეტული ზომების საფუძველზე, რომელიც მიიღო სამინისტრომ. უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჩვენი ამერიკელი და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით და ეს არის ის, რომ არაფერი არ გაკეთებულა თურმე განათლებისსისტემაში. აი, ეს გამონათქვამი არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად არაობიექტური და მიკერძოებული იყო გიორგი მარგველაშვილი თავის მოხსენებაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები