გიორგი მარგველაშვილი: მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია

მე მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყურადღებით დააკვირდება დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ შეეცდება, საზოგადოებას პასუხები გასცეს.
,,იმის თაობაზე, რომ იქნებოდა დებატების ფორმატი, 10 დღის განმავლობაში საუბრობდნენ. ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, მათდამი პატივისცემითაა განპირობებული. შეგიძლიათ მედიამ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პარლამენტში პრეზიდენტების დებატისა. დაბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, არცერთი რეგლამენტით, არცერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და მერე უკვე შევეცდები, რომ ბუნებრივად, ამას პასუხები საზოგადებისათვის გავცე”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებისათვის მისულმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით არ მისცა დეპუტატებთან დებატებში ჩართვის საშუალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები