გიორგი კახიანი: პრეზიდენტს ნერვებმა უმტყუნა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სხდომის დატოვებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ აქამდე პრეზიდენტის მხრიდან არანაირი თხოვნა არ ყოფილა, რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურაში რაიმე ცვლილება განხორციელებულიყო. კახიანის თქმით, პრეზიდენტს ნერვებმა უმტყუნა.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან ადრეც გვიგვრძვნია პარლამენტის უპატივცემულობა, მაგრამ რაც მან დღეს გააკეთა, კატეგორიულად მიუღებელია. შუა დებატების დროს სხდომათა დარბაზი დატოვა სრულიად აბსურდული მიზეზის გამო. ერთი კვირაა ვამბობთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება.
მთელი ამ ხნის მანძილზე, პრეზიდენტს არც ერთი კითხვა არ ჰქონია და არანაირი თხოვნა, რომ რაიმე ცვლილება განხორციელებულიყო რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურაში. რატომღაც, მან დღეს გადაწყვიტა გაუგებარი მიზეზების გამო დაეტოვებინა სხდომათა დარბაზი. ის დისკომფორტი იგრძნო, რომელიც მისთვის უმრავლესობის მხრიდან კონსტრუქციულ კრიტიკას მოჰყვა. როგორც ჩანს, მას ნერვებმა უმტყუნა. რეგლამენტის მიხედვით ვმოქმედებთ“, – განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად, დღეს პარლამენტის სხდომა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები