ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტი “გაბუტობანას” გვეთამაშება

თუ გიორგი მარგველაშვილს დებატებში შემოსვლა სურდა, შეეძლო ეს წინასწარ შეეთანხმებინა და შემოეთავაზებინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა.
„ინსტიტუტისადმი ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი, რაღაცა “გაბუტობანას” გვეთამაშება პრეზიდენტი, საუბრობს იმაზე, რომ სურს დებატი და დარბაზიდან გარბის, თუ მას დებატი სურს, მე არ მესმის ლოგიკა – გსურდეს დებატი და გარბოდე დარბაზიდან. ეს არის ინსტიტუტისადმი, პარლამენტისადმი უპატივცემულობა, ეს არის კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა, მაგრამ მე არ მიკვირს, სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, რომელ კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა როდის იყო დებატები, თუ მას დებატებში შემოსვლა სურდა, შეეძლო წინასწარ შეეთანხმებინა და შემოეთავაზებინა ეს. თუ მან ეს პოზიციების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, ამის შემდგომ ორსაათიანი შესვენებაა და ამის შესახებ შეეძლო წინასწარ, კონსტრუქციულად ესაუბრა ჩვენთან და ეთქვა. მან დაახლოებით 15-წუთიანი დრო გამოიყენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ და ახლა გადაწყვიტა დებატები, მე მგონი ეს დესტრუქციაა, არასწორი ნაბიჯი და მე ვფიქრობ, კანონმდებლობა, ჩვენი ინსტიტუტის პრესტიჟი და ღირსება უნდა დავიცვათ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს უმრავლესობა, მე მათ გადაწყვეტილებას შევუერთდები“ , – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პარლამენტის სხდომა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები