ირაკლი კობახიძე: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონ გიორგის დარბაზში დაბრუნება არ სურს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პრეზიდენტს დარბაზში დაბრუნება არ სურს.
როგორც მან აღნიშნა, ის პარლამენტის პრესტიჟის დაცვაზეა პასუხისმგებელი და მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო აქტით დადგენილი პრეცედურები არ დაირღვეს.
„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონ გიორგის არ სურს დარბაზში დაბრუნება. ჩვენ ტაქტიკური გადაწყვეტილება შეგვიძლია მივიღოთ, რათა ბატონ გიორგის არ მივცეთ ამის საბაბი. თუმცა, ეს არის აბსოლუტური უპატივცემულობა. ბატონი გიგა გამოდიოდა სიტყვით, თუმცა ბატონმა გიორგიმ ისე დატოვა დარბაზი, რომ არც კი აცნობა სხდომის თავმჯდომარეს. ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის პრესტიჟის დაცვაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ არ გადავუხვიოთ რეგლამენტს და არ გადავუხვიოთ იმ პროცედურას, რომელიც ჩვენი ძირითადი საკანონმდებლო აქტით არის დადგენილი. ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩემთვის, თუმცა შეგვიძლია ერთად მივიღოთ ტაქტიკური გადაწყვეტილება, რათა მივცეთ საშუალება ბატონ გიორგის დაბრუნდეს დარბაზში. მე მახსენდება ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო გაეროში წასვლასთან, ასოცირების შეთანხმებასთან, კონსტიტუციასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პარლამენტის სხდომა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები