პარლამენტში შესვენება გამოცხადდა

საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, შესვენება გამოცხადდა.
შესვენების გამოცხადება, პრეზიდენტის დარბაზში დაბრუნებამდე ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბუკიამ მოითხოვა.
„ვინაიდან პრეზიდენტის მოხსენებაა, თუ შესაძლებელია, სანამ პრეზიდენტი არ მობრძანდება, დროებით შესვენება გამოცხადდეს, ვინაიდან ჩვენ „კონსერვატორებს“ გვინდა, რომ ჩვენი მოსაზრება პრეზიდენტმაც მოისმინოს ადგილზე“,-განაცხადა ბუკიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები