სოფო კილაძე: პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა ისაუბროს შეწყალების თემაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, თუ გიორგი მარგველაშვილი ობიექტურია, პარლამენტში მოხსენების წარდგენისას, აუცილებლად უნდა ისაუბროს შეწყალების თემაზე.
კილაძის თქმით, საზოგადოებას პრეზიდენტის მიმართ კითხვები აქვს, რასაც თავად უნდა გასცეს პასუხი.
„ეს არის დებატების ფორმატი და ჩვენი დებატები იქნება პრეზიდენტის მოხსენებიდან გამომდინარე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ობიექტურად დააყენებს ყველა საკითხს. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტრესებთ, დაველოდები, რას იტყვის პრეზიდენტი თავის მოხსენებაში და რაზე გაამახვილებს ყურადღებას. ბუნებრივია, მის მიმართ არსებობს კითხვები, იგივე შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ დაველოდები მის გამოსვლას, რადგან პირველი მან უნდა გააკეთოს მთავარი მოხსენება. თუ პრეზიდენტს ოდნავ მაინც აქვს ობიექტურობის განცდა შერჩენილი, მან აუცილებლად უნდა ისაუბროს შეწყალების თემაზე, რა თქმა უნდა, თავისი პოზიციიდან და გადმოსახედიდან. რას იტყვის ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე მგონია, რომ საზოგადოებას აქვს კითხვები მის მიმართ და ამას თავად უნდა გასცეს პასუხი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები