“ახალი მემარჯვენეები” არჩევნებზე, კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, მხარს გიორგი მარგველაშვილს დაუჭერს

პარტია „ახალი მემარჯვენეები“ 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოიაზრებს.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ძალიან არასწორი იქნება ჩვენი პოზიცია, ვთქვათ, რომ ის ერთადერთია, უალეტერნატივო და ბადალი არ ჰყავს. ვფიქრობთ, პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ცნობადობა, გამოცდილება, უნარები და შესაფერისი ჩვევები. ის ბუნებრივად უნდა იყოს, შინაგანად უნდა იყოს ყველას პრეზიდენტობაზე ორიენტირებული.
ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვასახელებთ და საუკეთესო ვერსიას, მოცმულეობიდან გამომდინარე, არის გიორგი მარგველაშვილი. ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ თვითონ არ უნდა და მას სხვა ხედვები აქვს, ეს მისი ნებაა, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს არის კარგი ვერსია. ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ექნება პოლიტიკურ და სამოქალქო სპექტრს“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილთან პარტიას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია”, – ამ თემაზე რომ ჩავღრმავებულყავით და გვემსჯელა, არ გვქონია“.
მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა არის ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები