„მედიჰელფისა“ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთობლივი დაფინანსებით, სამტრედიაში, 35 ბენეფიციარს კატარაქტის ოპერაცია ჩაუტარდება

კლინიკა „მედიჰელფის“ სამტრედიის ფილიალში ხვალ, კლინიკისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთობლივი დაფინანსებით, 35 ბენეფიციარს, თანამედროვე ლაზერული მეთოდით, კატარაქტის ოპერაცია ჩაუტარდება.
ოპერაციებს ევროპის მედიკოსთა გუნდის ხელმძღვანელი, ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ კურტანიძე ჩაატარებს.
„ოპერაციის ხანგრძლივობა 7დან 20 წთ.-მდე გასტანს და საოპერაციო ოთახიდან პაციენტი თავის ფეხით გაეწერება ბინაზე. „მედიჰელფი“ მომხმარებელს სთავაზობს გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის დაცვით, ყველა ექიმის კონსულტაციას, ლაბორატორიულ მომსახურებას, ექოსკოპიას, მცირე ქირურგიულ ოპერაციებს ყოველდღეიურ რეჟიმში, შაბათის ჩათვლით”, -აცხადებენ კლინიკა “მედიჰელფის” ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები