დავით სერგეენკო თამბაქოს აკრძალვაზე: კანონის ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

ჯანდაცვის მინისტრი თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის სრულყოფილად ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას, ისევე როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს.
“დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ ,რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები”, – აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევს დახურულ სივრცეში წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს.
მისივე განმარტებით, კანონი ყველამ უნდა დაიცვას.
“თუმცა, თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში მოგვარდება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა და საქართველოში მოსახლეობის 80% ამ აკრძალვას მხარს უჭერს. აღსრულების ადმინისტრირებას რაც შეეხება, დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა იმ შემთხვევაში როცა დარღვევას დაინახავენ, ზრდილობიანად და ტაქტიანად უნდა მოუწოდონ კანონის დაცვისკენ დამრღვევს. არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევები შესაბამის პასუხს აგებებ”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები