დათო ევგენიძის საიუბილეო საღამო გაიმართება

3 მაისს, 18:00 საათზე, ქართული საკომპოზიციო ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლის, დათო ევგენიძის საიუბილეო საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო XIII ფესტივალის – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში გაიმართება.
XIII საერთაშორის ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ხელმძღვანელია იტალიაში მოღვაწე მსოფლიო საოპერო სცენების ვარსკვლავი იანო (თამარ) ალიბეგაშვილი, ხოლო საპატიო მრჩეველი, ამერიკაში მოღვაწე გამოჩენილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
წლევანდელი ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ და მისი მნიშვნელობა განსაკუთრებულია, რადგან ის ეძღვნება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები