The Swingles & Tbilisi Symphony Orchestra – მსოფლიოში აღიარებული ვოკალური ჯგუფის კონცერტი გაიმართება

3 მაისს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშრისო მუსიკალური ფესტივალი,  მსოფლიოში აღიარებულ ვოკალურ ჯგუფს THE SWINGLES-ს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ანსამბლმა The Swingles ვოკალური მუსიკის საზღვრები გააფართოვა. შვიდი ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ ჯგუფს შეადგენს, პირველად გამოჩნდა 1960-იან წლებში. მაშინ, როდესაც ა კაპელა მუსიკა ყველაზე პოპულარული გახლდათ, The Swingles თავისი საქმის ჭეშმარიტ ოსტატებად იქნენ აღიარებულნი. ანსამბლის მრავალმხრივობამ განაპირობა მათი კოლაბორაცია სხვადასხვა არტისტთან, მათ შორისაა – „მოდერნ ჯაზ კვარტეტი”, ჯეიმი ქალამი და “ლაბირინტი”.
ძალზე დატვირთულ საგასტროლო გრაფიკთან ერთად, რომლის დროსაც ანსამბლი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში მოგზაურობს, აქვთ თავისი საკუთარი ა კაპელა სიმღერის ფესტივალი ლონდონში (London A Cappella Festival at Kings Place), რომელსაც იმართება ყოველი წლის იანვარში Ikon Arts Management-თან ერთად. ანსამბლის წევრები არიან: ჯოანა გოლდსმიტი – ეტესონი, სარა დეივი, კლერ ვიილერი, ოლივერ გრიფიტი, ჯონ სმიტი, კევინ ფოქსი, ედვარდ რენდელი.
ჯანსუღ კახიძის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ცნობილ ბრიტანულ ვოკალურ ანსამბლს თანხლებას თბილისის სიმფონიური ორკესტრი გაუწევს. კონცერტს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
კონცერტზე დასასწრები ელექტრონული ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.
ბილეთის ფასი: 20-40 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები