დავით ანდღულაძის საჯარო ლექცია – ,,შიშები და კომპლექსები’’ გაიმართება
1 მაისს, 19:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია ,,შიშები და კომპლექსები’’ გაიმართება, რომელსაც ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე გაუძღვება.
„შეხვედრაზე განვიხილავთ კომპლექსებსა და ფობიებს, როგორც გაუცნობიერებელ მოგონებებს ცხოვრებისეული მომენტებისა, რომლებიც ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენენ ადამიანზე. აგრეთვე, ვისაუბრებთ მისი ზემოქმედების შესახებ პიროვნების წარმატებაზე და კომპლექსების დაძლევის მეთოდებზე“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
დასწრება თავისუფალია!