ვანში, ავტომობილის შეჯახების შედეგად, 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ვანში, სოფელ ზეინდარში მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც, ერთ-ერთი მათგანი, 50 წლამდე ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. იგი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და მე-6 ნაწილით (იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები