ხაშურსა და მცხეთაში ავტობუსის გაჩერების ნაგებობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭათ
ხაშურსა და მცხეთაში ავტობუსის გაჩერების ნაგებობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭათ, – ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა, ხოლო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ექნებათ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის ავტობუსის გაჩერებებს.
ორივე ობიექტი XX საუკუნის 70-იან წლებში აშენდა.