ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: პოლიტიკური პროცესი გამოცოცხლდა

ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების შემდეგ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება.

შესაბამის პოსტს სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

„მესმის, ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება გააკრიტიკონ ოპოზიციურმა პარტიებმა, ექსპერტებმა, მოქალაქეებმა. პოლიტიკური ოპონენტები არიან და ტაშს ხომ არ დაუკრავენ?!
უბრალოდ, გამაღიზიანებელია, როცა მთავრობის, ან კოალიციის, ან ყოფილი პრემიერის პარტიიდან, ივანიშვილის ინიციატივით, სხვადასხვა მიზეზით გამოშვებული ადამიანები დაბოღმილები საუბრობენ.
ზოგი, ყოფილი გუნდის წევრი, ივანიშვილს ვერ აკრიტიკებს (რა იცი რა ხდება?) და პრემიერს უტევენ. სასაცილოა. რა დონეა?! პრემიერი რომ თხოვდა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს დანამდვილებით ვიცი და ვინც პოლიტიკურ წრეებში ტრიალებთ, არ იცოდით?
კვირიკაშვილი პოლიტიკურად მოკვდაო, თქვა პოლიტიკური სასაფლაოს ბინადარმა მოქმედ პრემიერ-მინისტრზე და გააგრძელა ძილი…
დავუშვათ და მასეა, თქვენ რა?
ან ეს მკითხაობა, ვინ დარჩება პოლიტსაბჭოში და ვინ არა, საინტერესოა? ზოგიერთი, თუ საბჭოში იყო, არც ვიცოდი და თუ აღარ იქნება, ჩვენთვის რა იცვლება? ვის დატოვებენ და ვის არა, შიდაპოლიტიკური საკითხია. ისევე, როგორც პარტიის დამფუძნებლის და ყოფილი თავმჯდომარის დაბრუნება თავმჯდომარედ (ბოდიში ტავტოლოგიისთვის).
ეს დაბოღმილი და გაბუტული საუბრები არაა საინტერესო მოსასმენი.
უფრო სერიოზული ანალიზი მოგვასმენინეთ, არა თითიდან გამოწოვილი. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას უმაღლესის დიპლომები გვაქვს და გვეცით პატივი.
გამოდით დეზორიენტირებული მდგომარეობიდან.
მოკლედ, პოლიტიკური პროცესი გამოცოცხლდა“, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები