ჩინეთის ხელისუფლებამ ტიბეტის ტერიტორიაზე მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, რამაც ინდოეთისა და ბანგლადეშის შეშფოთება გამოიწვია,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა, შაბათს, იარლუნგ ცანპოს მდინარეზე მშენებლობის დაწყების ცერემონიას უხელმძღვანელა.
მდინარე ტიბეტის პლატოზე მიედინება. პროექტმა მდინარის ქვემოთ მცხოვრებ მილიონობით ინდოელსა და ბანგლადეშელზე კრიტიკა გამოიწვია, ასევე მიმდებარე გარემოსა და ადგილობრივ ტიბეტელებზე, მისი პოტენციური ზემოქმედების გამო.
პეკინი აცხადებს, რომ სქემა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 1.67 მილიარდი დოლარია, პრიორიტეტს ეკოლოგიურ დაცვას მიანიჭებს და ადგილობრივ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.