სამხრეთ კორეაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია

სამხრეთ კორეაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამხრეთ კორეაში წვიმამ თითქმის 2000 საჯარო ნაგებობა და 2200-ზე მეტი კერძო ობიექტი, მათ შორის ფერმები, დააზიანა.

უწყების თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონგმა კატასტროფაზე საფუძვლიანი რეაგირების ბრძანება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები