ხულოში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება

,,ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ხულოს მერია ავრცელებს.

,,ამ ეტაპზე, წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს:

ვაშაყმაძეებში, მეკეიძეებსა და ვანაძეებში.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 150-მდე ოჯახს 24-საათიანი, უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა ექნება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ჯამბულატ მელაძე,

ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლესი საბჭოში – ვახტანგ ბერიძე,

საკრებულოს თავმჯდომარე – რენარ ბოლქვაძე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები