შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად მიმდინარეობს განაცხადების მიღება
შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად მიმდინარეობს განაცხადების მიღება.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 11 აპრილს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება 1 მაისის ჩათვლით.
შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისიის შემადგენლობა:
ნინო გედევანიშვილი – ხელოვნებათმცოდნე, კომისიის თავმჯდომარე
მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
მანანა კორძაია – მუსიკოსი
დავით ანდრიაძე – ფილოსოფოსი
გოგი გვახარია – ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი
დავით ბუხრიკიძე – ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი
მანანა დოიჯაშვილი – მუსიკათმცოდნე
ზურაბ კიკნაძე – ფილოლოგი, პროფესორი
ზაალ ჩხეიძე – ლიტერატურათმცოდნე.
საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა
ქეთევან ერემაძე – იურისტი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსანდრე თევზაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
გიორგი ზვიადაძე – სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი კვესიტაძე – სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
დავით ყოლბაია – ორიენტალისტი
რომან შაქარიშვილი – ნევროლოგი
ვახტანგ ლიჩელი – არქეოლოგი
გიორგი ღაღანიძე – ეკონომისტი
თემურ ნანეიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.