ლაშა ხალვაში 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის დაასახელეს

 ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში 10 საუკეთესო პროდიუსერს შორის მოხვდა.
„ვულოცავთ ლაშა ხალვაშს! ქართველი პროდიუსერი გავლენიანმა გამოცემამ “Variety” 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის დაასახელა ფილმებისთვის – „საშიში დედა” და „ჰორიზონტი”.
10 Producers to Watch for 2018-ის ნომინანტებს “Variety” კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებენ. აღსანიშნავია, რომ ათეულში „ოსკარის“ ნომინანტი და „ოსკაროსანი“ ფილმების პროდიუსერები არიან“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე სიაში მოხვდა ჯოსი ამნამარა ფილმისთვის – I, Tonya, კრისტოფერ ლემონი ფილმისთვის – Mudbound, რეიჩელ სონგი ფილმისთვის – A Kid Like Jake და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები