„შაქრო ბაბუაში“ ლაშა ბუღაძესთან შეხვედრა გაიმართება

27 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება შეხვედრა მწერალ ლაშა ბუღაძესთან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორი ისაუბრებს თავის ახალ წიგნზე – „პატარა ქვეყანა”.
„პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი და ერთი რევოლუცია გადაიტანა და ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა. ეს არის რომანი ცვლილებების, ილუზიებისა და შიშების შესახებ.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები