რას აცხადებს ექიმი, რომელმაც პიკანტური ფოტო გაასაჯაროვა – “ეს გოგონა ინდოეთში გავიცანი”

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ოფთალმოლოგი ბაჩანა შენგელია, რომელმაც სოციალურ ქსელში პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა, ბოდიშს იხდის და საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ბაჩანა შენგელია აცხადებს, ფოტო, რომელმაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, ინდოეთშია გადაღებული.
„2018 წლის თებერვლის თვეში, ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში დავიწყე მოღვაწეობა საქველმოქმედო მიზნით ექიმ ოფთალმოლოგად, გავიცანი უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანი, ფოტოზე აღნიშნული ქალბატონი გავიცანი არასამედიცინო გარემოში და მთელი იქ ჩემი ყოფნის პერიოდში გვქონდა იდეალური ურთიერთობა, მიუხედავად ეთნიკური, სოციალური, კანის ფერის და განსხვავებული რელიგიური მრწამსისა. სწორედ ჩემი ემოციის და ანტიქსენოფობიური მოსაზრების დაფიქსირება მსურდა იმ ქსენოფობიურ სიუჟეტზე, რომელზეც ხანგრძლივი დისკუსია გავმართეთ. ემოციურ ფონზე, სამწუხაროდ, არასწორად და არაეთიკურად იქნა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება გადმოცემული, თან მხოლოდ ეს არაეთიკური ნაწილი იქნა გამოყენებული (screen), რამაც ფეისბუქის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ამ არაკორექტული და არაეთიკური ნაწილის გამო, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას!“ – წერს ბაჩანა შენგელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები