გორის მერი: ქალაქის ყველა ქუჩაზე დაყრილია ტექნიკური მარილი – ამ ეტაპზე გადაადგილება უსაფრთხოა, თუმცა მძღოლებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ

გორის მერის, კონსტანტინე ბუზალაძის განცხადებით, უხვი ნალექის გამო გორის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტექნიკა.

მისივე თქმით, ქალაქის ყველა ქუჩაზე დაყრილია ტექნიკური მარილი.

„ჩვენი გუნდი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, მობილიზებულია ტექნიკა. ჩვენს მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის ცენტრალური გზა არის დამუშავებული, ტექნიკა ყველგან მუშაობს. ქალაქის ყველა ქუჩაზე დაყრილია ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე გადაადგილება არის უსაფრთხო, თუმცა მძღოლებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, – აღნიშნა გორის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები