საფრანგეთი დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს განიხილავენ
საფრანგეთი, რომელიც 2026 წელს „დიდი შვიდეულის“ (G7) თავმჯდომარე ქვეყანაა, მალე გამართავს G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას, რათა განიხილონ აშშ-ის მიერ გრენლანდიის გამო ევროპის ქვეყნებისთვის დაწესებული ტარიფების მდგომარეობა.
ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, როლან ლეკიურმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უახლოეს დღეებში მე მოვიწვევ G7-ის ფინანსთა მინისტრების პირველ შეხვედრას ამ საკითხების განსახილველად“, – განაცხადა ლესკიურმა.
გრენლანდიის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ „მოკავშირეების წინააღმდეგ შანტაჟი მიუღებელია“ და ევროპას საპასუხო ზომების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი გრენლანდიის გარშემო არსებულ სიტუაციაში სრულად დანიის მხარესაა.
შეგახსენებთ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TruthSocial-ზე განაცხადა, აშშ დაიწყებს 10%-იანი იმპორტული ტარიფების დაწესებას დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ფინეთის, საფრანგეთისა და შვედეთის მიმართ, რომლებიც ძალაში დარჩება მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.