“ოდისევსი დაბრუნდა, – პენელოპეს საქმრონი შიშისგან ძრწიან!!!”

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში შემდეგი კომენტარით ეხმაურება.
“ოდისევსი დაბრუნდა, – პენელოპეს საქმრონი შიშისგან ძრწიან!!! ყველა, უკლებლივ…” -წერს ნაცვლიშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ამიტომ მე შევთავაზე მას, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ რომ თანხმობა განაცხადა”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა 2011 წელს დაიწყო, რაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლით დამთავრდა. 2013 წელს ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები