ზაზა გაბუნია: გივი ჭიჭინაძე სჭირდება ვანსა და ხონს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ვანში იმყოფებოდა, სადაც “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

“გივი ჭიჭინაძე გამორჩეულია კეთილსინდისიერებით, წესიერებით, კვალიფიციურობით და პროფესიონალიზმით, რაც ამ შეხვედრებზეც კარგად დაინახა მოსახლეობამ, რადგან მას აქვს სწორი და საჭირო გეგმები ვანსა და ხონში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად და ამ რაიონების განსავითარებლად. გივი ჭიჭინაძე, როგორც პარლამენტარი სჭირდება ვანსა და ხონს”,- განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანი-ხონის ოლქში 28 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები