გურამ მაჭარაშვილი: უკვე უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველო აშშ-ს შორის
“გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო – სწორედ ასეთი იყო “კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის” აშშ-ის ელჩის მისვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილისა და აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრამ ყველა სპეკულაციას “წერტილი დაუსვა”.
“დიდი წერტილია დასმული ნებისმიერ სპეკულაციაზე – მიიჩნევს, რომ უკვე უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველო აშშ-ს შორის. კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ერთადერთი რამ აქვს დარჩენილი – ვინ სად გადანაწილდება, ვინ პენსიაზე გავა და ვინ რა საქმეს მიჰყოფს ხელს, ამაზე უნდა იფიქრონ,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა.