ლევან მაჭავარიანი: დონორი ორგანიზაციები „ენჯეოების“ მეშვეობით აფინანსებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას – ახლა ისინი დარჩნენ ძალიან დიდი დაფინანსების გარეშე

„კონსტიტუციის გვერდის ავლის გზით ისინი ფინანსდებოდნენ გარე აქტორების მხრიდან, ამ შემთხვევაში, USAID-ის, NED-ის და ასე შემდეგ სხვა ორგანიზაციების მხრიდან,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებზე საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარტიის მიერ ოფისის გაყიდვის ფაქტზე.

„კონსტიტუციის გვერდის ავლის გზით ისინი ფინანსდებოდნენ გარე აქტორების მხრიდან, ამ შემთხვევაში, USAID-ის, NED-ის და ასე შემდეგ სხვა ორგანიზაციების მხრიდან. დონორი ორგანიზაციები „ენჯეოების“ მეშვეობით აფინანსებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ახლა ისინი დარჩნენ ძალიან დიდი დაფინანსების გარეშე. დაფინანსების მთავარ წყაროდ დარჩა სოროსის კონკრეტული ფონდები, ევროპის ფონდი და ეს ყველაფერი აისახა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე და აქედან გამომდინარე, უწევთ ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი გაიყიდა. გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, წარმოება გუშინ დასრულდა. დაინტერესებულ პირად დოკუმენტში მითითებულია შპს „ევ დისტრიბუშენი“ და ამავე კომპანიის წარმომადგენლად „ნაციონალური მოძრაობის“ სახე დავით კირკიტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები