ლევან მაჭავარიანი: განსაკუთრებული იმაში არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის ფაქტს და ოპოზიციის მიერ გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა.
„განსაკუთრებული იმაში არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს. რა თქმა უნდა, ეს მათი სამუშაოს ნაწილია და ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ოპოზიციიდან, კარგად დაინახეთ. შეუვარდნენ პირდაპირ აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდს. როგორი ფაშისტური კომენტარები დაუწერეს ოპოზიციამ, მათმა აქტივისტებმა, ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა.