კორკოტაშვილი “ლიბერასტებს”: ბიჭები დაგექორწინებინოთ, შავი კანის ფერის წამლის გამყიდველ ბიჭებზე

მოძრაობა “ქართული მისიის“ ხელმძღვანელი გია კორკოტაშვილი, შავკანიანი მამაკაცის მიერ, ქართველი გოგონას ცოლად შერთვის შემდეგ გაკეთებულ შეფასებებს და აღნიშნული თემის შესახებ, მედიასივრცეში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
კოკროტაშვილი შესაბამის პოსტს ფეისბუქში აქვეყნებს:
„სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გამართული მამაპაპურ ტრადიციებზე აღზრდილ საზოგადოებასა და ლიბერასტებს შორის. მიზეზი ერთია, ლიბერასტები გვეძახიან ძველი საუკუნეების გადმონაშთს, ბნელ ძალას და თვითონ ქვეყნის განვითარების აუცილებლობაში ხედავენ ლიბერასტულ აზროვნებას! მოდით არ გვინდა ეს უსაგნო კამათი, ჩვენ სხვადასხვა ათვლის სისტემა გვაქვს, რახან ხელისუფლება და ტრამპამდე ლიბერასტები, აშკარად ჯაბნიდნენ ფულით, გავლენებით და სხვადასხვა მიწიერი ფაქტორით ჩვეულებრივად მოაზროვნე ნაციონალისტებს და სხვა ტრადიციების ადამიანებს! ჩვენ ქვეყანაში ვინც ლგბტ თემის პროპაგანდის წინააღმდეგია, ვინც საკუთარი მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე უარზეა (რახან სტრატეგიულად წამგებიანად მიაჩნია), ვინც ერთსქესიანთა ქორწილს ანომალიად მიიჩნევს, ვინც ნარკოტიკების თავისუფალი გაყიდვის წინააღმდეგია, ვინც არალეგალი დამნაშავეების წინააღმდეგია(ვითომ ჩვენი არა გვყოფნის), იმათ ლიბერასტები ძველ საუკუნეებში ჩარჩენილებად თვლიან, ხოდა ბატონო ჩემო, მინდა მოგახსენოთ, თქვენს ოჯახებში ბიჭები დაგექორწინებინოთ შავი კანის ფერის წამლის გამყიდველ ბიჭებზე! ღვთის წყალობით, არალიბერასტები დღეს ბევრნი ვართ და ვერც მოგვერევით!!!!!“, – წერს გია კორკოტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები