მამუკა არეშიძე – „საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის ამის მაგალითი იყო „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნა“

“საერთაშორისო  ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის. მსგავსი ფაქტები, რასაც ევროსაბჭოს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი ულახავენ იმიჯს ამ ორგანიზაციების მუშაობასასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე აზერბაიჯანისხელისუფლების ინტერესების ლობირების მიზნითევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი და მოქმედი წევრების კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობას.

მამუკა არეშიძის თქმით, ამის მაგალითი იყო „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა  და არსებობს ირიბი მონაცემები იმის თაობაზე, რომ ფულის ფაქტორთან გვქონდა საქმე.

ეს ევროსაბჭოს მაგალითზეც გამოჩნდა, რომ კორუფციით იყო ეს ხალხი დაკავებული და თავს სჭრიდნენ  საკუთარ კოლეგებსაცხადებს არეშიძე. მისივე თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების მიერ  საეჭვო მხარდაჭერები იმ პირების მიმართ,რომლებიც არც თუ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ ქართულ პოლიტიკაში ამ, ამ ეჭვებს უფრო ამძაფრებს“ – აცხადებს არეშიძე.

მისივე თქმით,  ამ საკითხის მიმართ მეტი სიფხიზლე გვმართებს და კარგი იქნება,თუ ხელისუფლება ითანამშრომლებს და არსებულ ინფორმაციას გაუზიარებს იმ ორგანიზაციებს, ვინც ეს კორუფციული ფაქტები გამოააშკარავა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები