დედაქალაქში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც ამჯერად გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხა და დასუფთავდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკის დახმარებით განხორციელდა.
თბილისის მერიის ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს – მოირეცხა და დასუფთავდა ხიდები და პანდუსები. პარალელურად, ირეცხება და დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს.
1 მაისიდან „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გეგმიურ გზის მორეცხვით სამუშაოებს დაიწყებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.