გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე პოლიციაში ისევ დაიბარეს

რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილის, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, ერთ-ერთი ფიგურანტი, ერთხელ უკვე დაკავებული გიორგი ჭანტურია ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს. მას თან ახლავს ადვოკატიც.
გამოძიების მასალებით, ჭანტურია ბოლო იყო, ვინც ქუთათელაძეს ცოცხალს შეხვდა. მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს.
მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები