ვარკეთილში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ვარკეთილში 35 წლამდე მამაკაცმა სადარბაზოში თავი ჩამოიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტელეფონით ცოლს ეკამათა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები