მიხეილ სააკაშვილი და ალანა გაგლოევა „მსოფლიოს ლიდერები და მათი საყვარლების“ სიაში მოხვდნენ (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ალანა გაგლოევა „მსოფლიოს ლიდერები და მათი საყვარლების“ სიაში მოხვდნენ. ერთ-ერთმა რუსულმა მედიამ (bigpicture.ru-მ) გამოაქვეყნა ფოტოები წარწერით: „მსოფლიოს ლიდერების საყვარლები“. მათ შორის არიან: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პრესსამსახურის თანამშრომელი ალანა გაგლოევა.
ფოტოს მცირე ინფორმაციაც აქვს დართული:
„გავრცელებული ხმებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა მისი პრესსამსახურის თანამშრომელთან ალანა გაგლოევასთან. ალანა იმ დროს დაორსულდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც ბავშვს ელოდებოდა. იმის გამო, რომ სააკაშვილს უკანონო შვილი დაემალა და მის შესახებ არავის გაეგო, მან ალანა შიდა ქართლის ექსგუბერნატორს მიხეილ ქარელს შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც ალანა სხვა ქალაქში გაუშვეს. შვილის დაბადების შემდეგ სააკაშვილის რომანზე მითქმა – მოთქმა შეწყდა“.
სიაში ასევე მოხვდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და ჟიული გაიე, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვერა ბეიკერი, ჯონ კენედი და მერლინ მონრო, ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა.

1

2

3

4

5

6

7

9

10

11

12

13

14

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები