„ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოხდა დაგვიანებით, ართულებს სრულფასოვანი პროცესის წარმართვას“

ის, რომ ფაქტობრივად, 26 დღის შემდეგ მივაღწიეთ, ცხედარი გადმოეცათ წითელი ჯვრის მეშვეობით, თავისთავად, ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ციხელაშვილმა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციას შესახებ გააკეთა, რომლის თანახმადაც, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ორგანოების ნაწილი ამოცლილი ჰქონდა.
“რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოხდა დაგვიანებით და ის, რომ ფაქტობრივად, 26 დღის შემდგომ მივაღწიეთ, ცხედარი გადმოეცათ წითელი ჯვრის მეშვეობით, თავისთავად, ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას. ბუნებრივია, ველოდები, რომ ამ დღეებში იქნება პირველადი შედეგები ცნობილი, რაც პირველ რიგში, გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და საკვანძო, რათა გამოძიება წარიმართოს. ჩვენ, როგორც ადრე ვთქვით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა მექანიზმს და ფორმატს გამოვიყენებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე სწორედ ეს გახლავთ”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები