რას მოიცავს პროექტი “ზრუნვის 1000 დღე”- სოფო ნაცვლიშვილი ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან პერიოდზე საუბრობს

საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის “ზრუნვის 1000 დღე” ხელმძღვანელმა, სოფო ნაცვლიშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან პერიოდზე ისაუბრა, რომელიც 1000 დღეს მოიცავს. მან პროექტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძირითადი მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები სწორედ ამ პერიოდში ხდება.

“ეს არის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოიცავს ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, 1000 დღეს. აღნიშნული პერიოდი იწყება ჩასახვის დღიდან, მოიცავს მშობიარობის პერიოდს და შემდგომ ბავშვის ზრდა-განვითარებას 2 წლის ასაკამდე. ამ პერიოდში ხდება მასის გაოთხმაგება, სიგრძეში გაორმაგება და აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდს. ამ დროს ხდება მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები. ასევე მნიშვნელოვანია, ორსულობამდე და ორსულობის შემდეგ დედის კვება, ხოლო ბავშვის-ორ წლამდე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ნუტრიენტების მიწოდება სწორედ ამ პერიოდშია აუცილებელი ბავშვის სწორი ზრდა-განვითარებისთვის”,-განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა.

როგორც სოფო ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტში ჩართულები იქნებიან ექსპერტები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.

“პროექტში „ზრუნვის 1000 დღე“ ჩართულები იქნებიან ექსპერტები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი პატარის სწორ და ჯანმრთელ განვითარებაში. დაინტერესების შემთხვევაში ისინი უპასუხებენ ყველა შეკითხვას. უნდა აღინიშნოს, რომ 1000 დღე არის მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც შეგვიძლია დავყოთ 5 ეტაპად, პირველი-განაყოფიერებიდან დაბადებამდე, მეორე-0-დან 6 თვის ასაკამდე, შემდეგ 6 თვიდან 12 თვემდე, 12-დან 18 თვემდე და 18-დან 24 თვის ასაკამდე”,-აღნიშნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის “ზრუნვის 1000 დღე” ხელმძღვანელმა, სოფო ნაცვლიშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები