ვახტანგ გომელაური პარლამენტს სუს-ის ანგარიშს ხვალ წარუდგენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხვალ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშს, საკანონმდებლო ორგანოში, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის ანგარიში მიმდინარე თვის დასაწყისში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები