დღეს ჰემოფილიის საერთაშორისო დღეა – «ახალი სიცოცხლის» დარბაზში ჰემოფილიის პრობლემებზე ისაუბრეს

დღეს, 17 აპრილს, ჰემოფილიის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია შეუერთდნენ.
როგორც „კვირას“ კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება კლინიკა «ახალი სიცოცხლის» საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სადაც ჰემოფილიის აქტუალური პრობლემების გარშემო ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ, ჰემოფილიით დაავადებული 45 ადამიანებისთვის, ძველ თბილისში ექსკურსია მოეწყო და ღონისძიების დასასრულს მათთ სადილით უმასპინძლეს.
ყოველწლიურად 17 აპრილს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას უერთდება და აღნიშნავს ჰემოფილიის მსოფლიო დღეს.
17 აპრილი დაკავშირებულია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის ფრენკ შნაბელის დაბადების დღის თარიღთან და მრავალ ქვეყანაში აღინიშნება 1989 წლიდან.
Hჰემოფილია სისხლის შედედების პრობლემა გახლავთ. ის ერთ-ერთი მძიმე პათოლოგიაა გენეტიკურ დაავადებათა შორის და გამოიხატება მე-8, მე-9 ან სხვა შემადედებელი ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტით, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეძენილიც შეიძლება იყოს.
საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლდენითი დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 392 ადამიანი.
კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული ცენტრი ერთადერთი პოლიპროფილური კლინიკაა, რომელიც სრულ სამედიცინო მომსახურეობას უწევს ჰემოფილიით დაავადებულებს.
ღონისძიების მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ მიეპყროს საზოგადოების ყურადღება ჰემოფილიის ირგვლივ არსებული პრობლემების მიმართ და ყველა შესაძლებლობა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სამედიცინო და სოციალური მომსახურეობის სერვისები ამ მიმართულებით, ამაღლდეს ჰემოფილიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი.
საქართველოში მოქმედებს ჰემოფილიით დაავადებულთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება ჩანაცვლებითი თერაპიით უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ხარჯის გაწევაა საჭირო ამ დაავადებულთა სრულყოფილი სამედიცინო და სოციალური სფეროს სრულყოფისათვის, რათა ჰემოფილიით დაავადებულები საზოგადოების სრულფასოვან ჯანმრთელ წევრებად იქცნენ. ბევრი მათგანი დღესაც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, მათთან ერთად კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები