ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია”კრიალას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვა და ბორჯომის რაიონში დაზიანებული ტყის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ქართულ, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელ კომპანია “კრიალას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, უზრუნველყოფს მისთვის გამოუსადეგარი მაკულატურის შეგროვებას და კომპანია “კრიალასთვის” გადაცემას. თავის მხრივ შპს “კრიალა” ვალდებულია  ჩაბარებული მაკულატურის ყოველ 1 კილოგრამზე, 15 თეთრი  გადარიცხოს ბორჯომის ტყის აღსადგენად გახსნილი ფონდის “აღადგინეს” სპეციალურ ანგარიშზე.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შპს “კრიალას” გენერალურმა დირექტორმა, ალეკო სტროგანოვმა მოაწერეს.

მხარეები იღებენ ვალდებულებას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქტიურად იყო ჩართული ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში. 2017 წლის 9 აგვისტოს კამპანია “აღადგინეს” შემაჯამებელ ღონისძიებაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადაეცა მადლობის სერტიფიკატი ბორჯომის ტყის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის. უწყებამ  2017 წელს ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიის ფარგლებში 100 ძირი ხე დარგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები