მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატები“ მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატები“ მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ.
შესაბამისი განცხადება ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, “სოციალ-დემოკრატები“ ინიციატივების და ხედვის გაჟღერებას მაისის ბოლომდე გეგმავს.
„ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა გვექნება, რომელიც ახლო მომავალში საჯარო გახდება, იქნება ამაზე საჯარო განხილვები. ერთ-ერთი იქნება საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვარიანტი, პარლამენტში ეს საკითხი განსახილველად დადგება, იქნება ეკონომიკასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ინიციატივები, რატომ ვართ პოლიტიკაში? – პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ხედვები განვახორციელოთ და თუ ამას შესაბამისი მხარდაჭერა არ იქნება და არც მომავალი დისკუსიის საფუძველი არ იქნება, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მთავარი რა არის ამ შემთხვევაში?! – მთავარი არის არჩევნები, არჩევნებში როგორ მიიღებ მონაწილეობას, დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები