ეკა ბესელია ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე: ეს ტრაგედია ფართო ჭრილშია გასააზრებელი

“მოხდა უმძიმესი ფაქტი, რომელმაც ყველა შეძრა. ეს ტრაგედია ფართო ჭრილშია გასააზრებელი”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას.

მისი თქმით, გამოძიება ყველა გარემოებას გამოიკვლევს.

“მოხდა უმძიმესი ფაქტი, რომელმაც ყველა შეძრა. ეს ტრაგედია ფართო ჭრილშია გასააზრებელი. ბუნებრივია, გამოძიება თავისი გზით მიდის და ის ყველა გარემოებას გამოიკვლევს. ჩვენ, კანონმდებლებმა, საკანონმდებლო კუთხით, ოთ ეტაპად, ძალიან დიდი ცვლილებები განვახორციელეთ, რათა პრევენციის თვალსაზრისით, აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ბერკეტი მიგვეცა – დაწყებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კანონით, დასრულებული “სისხლის სამართლის კოდექსით“, ასევე, სტამბულის კონვენციის რატიფიცირებით. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლები დავამატეთ, გავამკაცრეთ სანქციები, მაქსიმალურად გავმართეთ მექანიზმი, რათა სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერები და პრევენციული მექანიზმები ჰქონდეთ. კანონმდებლები ვიყავით და ვართ ღია. ამ კუთხით, რისი საჭიროებებიც არის, ყველა გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები